თანხის დაბრუნების და პროდუქტის გადაცვლის პოლიტიკა

ვებგვერდიდან poolpro.ge არასწორად ან შეცდომით შესრულებული ტრანზაქციის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა დაგვიკავშირდეთ ელ-ფოსტაზე: info@poolpro.ge. გთხოვთ, შეტყობინებაში მიუთითოთ შემდეგი მონაცემები:

  • მომხმარებლის სახელი, გვარი და საკონტაქტო ნომერი;
  • ტრანზაქციის განხორციელების ზუსტი თარიღი;
  • გადახდილი/ჩარიცხული თანხის ოდენობა.

აღნიშნული მიმართვის საფუძველზე, ადმინისტრაცია განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას თანხის დაბრუნების შესახებ.

მყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს თანხის დაბრუნება, თუ:

  • არ მიუღია შეძენილი პროდუქტი მიტანის სერვისით განსაზღვრულ ვადებში;
  • მიღებული პროდუქტი არსებითად განსხვავდება ვებგვერდზე განთავსებული აღწერილობისგან ან ფოტოსგან;
  • პროდუქტი მიღებისას აღმოჩნდა დაზიანებული.

გაითვალისწინეთ: თანხის უკან დაბრუნება მოხდება მოთხოვნის დადასტურებიდან მე-3 სამუშაო დღეს.

პროდუქტის გადაცვლის პირობები:

პროდუქტის გადაცვლა შესაძლებელია მისი მიწოდებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. გადაცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი სრულად ინარჩუნებს პირვანდელ სახეს, სასაქონლო იერსახეს (შეფუთვა, ეტიკეტი) და იმყოფება ზუსტად იმავე მდგომარეობაში, როგორშიც კურიერმა გადმოგცათ.