კონფიდენციალურობის პოლიტიკა და შესყიდვის პირობები
1. ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება
ჩვენ ვაგროვებთ ორ ტიპის ინფორმაციას: პირად და არაპირად საიდენტიფიკაციო მონაცემებს.
პირადი ინფორმაცია: მოიცავს თქვენს სახელს, გვარს, პირად ნომერს, ელ-ფოსტას და ტელეფონს, რომელსაც გვაწვდით რეგისტრაციისას ან შეკვეთის გაფორმებისას.
მნიშვნელოვანი: თქვენი ბარათის მონაცემები (ნომერი, კოდი) არ ინახება ჩვენს სერვერზე. გადახდა ხორციელდება პარტნიორი ბანკის დაცულ გვერდზე.
არაპირადი ინფორმაცია: მოიცავს მონაცემებს თქვენი ბრაუზერის, IP მისამართისა და ნავიგაციის შესახებ, რაც გვეხმარება სერვისის გაუმჯობესებაში.
2. ინფორმაციის უსაფრთხოება
თქვენი მონაცემები დაცულია დაშიფრული პაროლით. ჩვენ ვატარებთ კომერციულად გონივრულ ზომებს სერვერების დასაცავად, თუმცა ინტერნეტით მონაცემთა გადაცემა არასდროს არის 100%-ით გარანტირებული. ჩვენი მხრიდან წვდომა აქვს მხოლოდ უფლებამოსილ პერსონალს შეკვეთის დამუშავების მიზნით.
3. ონლაინ შესყიდვის პროცედურა
- შეკვეთების მიღება ხდება 24 საათის განმავლობაში.
- სასურველი პროდუქტი უნდა მოათავსოთ კალათაში, რის შემდეგაც გადადიხართ ანგარიშსწორებაზე.
- შეკვეთის მოსამზადებლად საჭიროა 48 საათი.
4. მიწოდების პირობები და ტარიფები
პროდუქციის მიწოდება ხდება საქართველოს მასშტაბით, შეკვეთიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
| მინიმალური შეკვეთა | 30 ლარი |
| მიტანის საფასური (100 ლარამდე) | 5 ლარი |
| მიტანა 100 ლარის ზემოთ | უფასო |
შენიშვნა: მიწოდება ხორციელდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. კვირა დღეს კურიერი არ მუშაობს.
5. ინფორმაციის განახლება და გაუქმება
თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეცვალოთ თქვენი მონაცემები პირადი პროფილიდან. ძველ ტრანზაქციებთან დაკავშირებული ინფორმაციის წაშლა შეუძლებელია საგადასახადო და აღრიცხვის მიზნებიდან გამომდინარე.
შეკვეთის გაუქმების დეტალები იხილეთ "დაბრუნების პოლიტიკის" განყოფილებაში.





