წესები და პირობები

აღნიშნული ვებგვერდი წარმოადგენს შპს „პულპრო”-ს საკუთრებას. თუ თქვენთვის ხელმისაწვდომია ამ საიტზე შესვლა და შეკვეთის განთავსება, ესე იგი თქვენ ეთანხმებით ჩვენი ხელშეკრულების პირობებს. თუ თქვენ არ ეთანხმებით ჩვენს მიერ შემოთავაზებულ პირობებს, თქვენ ვერ ისარგებლებთ ამ საიტით.

ხელშეკრულების პირობებთან და შემდგომში წარმოქმნილ პრობლემებთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვით შეგიძლიათ მოგვმართოთ: შპს „პულპრო”, ელ-ფოსტა: info@poolpro.ge.

1. ზოგადი პირობები და ტერმინთა განმარტება

  • ჩვენ – შპს „პულპრო”, შემდგომში – კომპანია;
  • თქვენ – პირი, რომელიც შედის ვებგვერდზე; ასევე იურიდიული პირი, რომლის სახელითაც ფიზიკური პირი შედის ვებგვერდზე;
  • ხელშეკრულება – წინამდებარე დოკუმენტი;

ვებგვერდით სარგებლობისას თქვენ:

  • ადასტურებთ, რომ ხართ სრულწლოვანი, 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი, ან 16 წელს მიღწეული პირი და გაქვთ ნებართვა შესაბამისი პირებისაგან დადოთ წინამდებარე ხელშეკრულება;
  • დაიცავთ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვებგვერდით სარგებლობის პირობებს;
  • წარმოადგენთ ჩვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას სრულად და ზუსტად;
  • დაიცავთ საავტორო და ინტელექტუალურ უფლებებს. არ განახორციელებთ ინფორმაციის კოპირებასა და გავრცელებას;
  • მკაცრად დაიცავთ თქვენი პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას და კონფიდენციალურობას;
  • არ განახორციელებთ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია სხვა მომხმარებლის პირადი ინფორმაციის გაგებისაკენ;
  • არ გაასაღებთ თავს სხვა მომხმარებლად;
  • არ შექმნით საფრთხეს ვებგვერდის გამართული ფუნქციონირებისათვის;
  • არ განახორციელებთ კანონმდებლობით აკრძალულ ქმედებებს.

2. რეგისტრაცია და პროდუქტის შეძენა

რეგისტრაცია და პროდუქტის შეძენა შესაძლებელია საიტზე პროდუქტის შეკვეთის საფუძველზე. რეგისტრაციისას თქვენ ადასტურებთ, რომ წარადგენთ მხოლოდ ზუსტ და სრულ ინფორმაციას. poolpro.ge-ს ვებგვერდზე ავტორიზაცია თქვენი ანგარიშის მეშვეობით არ არის ნებადართული ნებისმიერი სხვა პირისათვის.

3. მომსახურების მიღებისა და ვებგვერდის გამოყენების პირობები

  • მიტანის სერვისი: ჩვენი მომსახურება ხელმისაწვდომია საქართველოს მასშტაბით.
  • შეზღუდვები: ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს წინასწარი შეტყობინების გარეშე.
  • ინფორმაციის გამჟღავნება: თქვენ თანხმდებით, რომ ჩვენ უფლება გვაქვს ინფორმაცია გადავცეთ აფილირებულ პირებს, მესამე პირებს თქვენი თანხმობით ან სახელმწიფო ორგანოებს კანონით დადგენილ შემთხვევებში.

4. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

ჩვენ არ გვეკისრება პასუხისმგებლობა ტექნიკურ შეუსაბამობაზე თქვენს ბრაუზერსა და საიტს შორის. თუ ვებგვერდი არ მუშაობს გამართულად, არსებობს ალბათობა, რომ გადახდა დასრულდეს წარუმატებლად. ასეთ დროს ვალდებული ხართ თავი შეიკავოთ ვებგვერდის გამოყენებისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამდგარ რისკზე პასუხისმგებელი ხართ თქვენ.