Uncategorized

ლაინერი vs ფილა

აუზის მოსაპირკეთებელი ლაინერი (PVC მემბრანა)

თანამედროვე მიდგომა აუზის მოსაპირკეთებლად მიმართულია მაქსიმალური კომფორტისა და ხანგრძლივი ექსპლუატაციის მიღწევისკენ, მინიმალური დანახარჯებით. სწორედ ასეთი მიგნებაა PVC მემბრანა, ე.წ. აუზის მოსაპირკეთებელი ლაინერი.

1. ლაინერის უპირატესობები

ლაინერის უპირატესობა კერამიკულ ფილებთან მიმართებით:

  • ეკონომიურობა – გაცილებით ბიუჯეტურია, ვიდრე ძვირადღირებული ჰიდროიზოლაცია და კერამიკული ფილა.
  • სწრაფი და მარტივი მონტაჟი.
  • მრავალწლიანი ექსპლუატაცია – 15 წელზე მეტი.
  • ვიზუალური მრავალფეროვნება – შეგიძლიათ მიიღოთ ოკეანის მწვანე, ზურმუხტისფერი, ცისფერი და სხვა ბუნებრივი ტონები.

კიდევ ერთი დიდი უპირატესობა ის არის, რომ ლაინერი თავად წარმოადგენს მყარ საიზოლაციო საშუალებას. აუზს აღარ სჭირდება ძვირადღირებული შიდა ჰიდროიზოლაცია და იგი სრულიად მედეგია ყინვის მიმართ.

ლაინერით მოპირკეთებისას ივიწყებთ:

  • ფილების ფუგის წმენდას და განახლებას.
  • ობის და სოკოვანი წარმონაქმნების ქიმიურ დამუშავებას.
  • აუზში მოცურავე ჩამოვარდნილ მოზაიკის ნაწილებს.

2. მწარმოებელი და ტექნოლოგია

მსოფლიოში PVC მემბრანების პიონერია ისრაელური ფირმა HaogenPlast-ი (დაარსებული 1946 წელს). სიამაყით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ვართ მათი ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენლები რეგიონში.

3. ლაინერის სტრუქტურა

ლაინერი არის ორშრიანი მემბრანა, რომლის გულშიც განთავსებულია მინაბოჭკოვანი არმირება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ რკინაბეტონის კონსტრუქცია მიიღებს ბზარს, ლაინერი იწელება და აკავებს ასეულობით ტონა წყალს.

4. ტიპები და დიზაინები

კომპანია "პულ პრო ჯორჯია" გთავაზობთ მრავალფეროვან არჩევანს:

🔹 კლასიკური
🔹 3D ფაქტურა
🔹 ქვის ეფექტი
🔹 ხის ეფექტი
🔹 მატრიქს სერია
🔹 კერამიკული ფილის ეფექტი

5. ლაინერის ფერის შერჩევა

გამოუცდელი ადამიანისთვის რთულია წარმოიდგინოს, რომ, მაგალითად, ყვითელი ლაინერით წყალი კამკამა მწვანე ფერს იღებს. სწორედ ამიტომ, ჩვენს შოურუმში შეგიძლიათ გამოიყენოთ ვირტუალური სათვალე (VR).

🥽 ვირტუალური ტურის მეშვეობით თქვენ 100%-ით შეიგრძნობთ რეალობას და წინასწარ დაინახავთ თქვენს მომავალ აუზს!

დაათვალიერეთ სრული კატალოგი და შესრულებული სამუშაოები ჩვენს აპლიკაციაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *